ჩვენს შესახებ
თქვენ იმყოფებით გაეროს 2013 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის ვებ-გვერდზე. „თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ონლაინ სისტემამ“ გაიმარჯვა კატეგორიაში: „კორუფციის პრევენცია და დამარცხება“.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო დაწესებულებები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. შეჯიბრის მიზანია, გამოავლინოს საუკეთესო ინოვაციური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ ერთ-ერთი შემდეგი მიზნის მიღწევას საჯარო სამსახურში: 1) კორუფციის პრევენცია და დამარცხება; 2) საჯარო მმართველობის გაუმჯობესება; 3) მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; 4) ელექტრონული მმართველობის განვითარება; 5) გენდერული თანასწორობის დაცვა. უფრო მეტი: www.unpan.org/unpsa
შეგახსენებთ, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ელექტრონული სისტემა საქართველოში მოქმედებს 2010 წლიდან და ის მაქსიმალურად ამარტივებს მოქალაქეთათვის და ინტერეს ჯგუფებისთვის ნებისმიერი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ასლის ონლაინ ხელმისაწვდომობას (www.declaration.gov.ge).